იძულებული აღმოჩნდა შეხვედროდა მინისტრს და აღმოჩნდა ბულინგის მსხვერპლი – აქედანაც გაილანძღა და იქიდანაც – გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩისნკისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრის შემდეგ გამოწვეულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ევროკავშირშიც დაწყებულია ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი.
„ეს ფაქტი (ჰერჩინსკი-ბოჭორიშვილის შეხვედრა) ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენეთ იმაზდ სამსჯელოდ, რომ გადატვირთვის პროცესი უკვე დაწყებულია, მათ შორის ევროკავშირში.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ მსოფლიოში დაწყებულ ღირებულებათა გადაფასებას, სათავე მისცა ამერიკულმა საზოგადოებამ იმით, რომ პრეზიდენტი გახადა ტრამპი, რომელიც აშკარად და ღიად გამოდის ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ, უჭერს მხარს ოჯახურ ღირებულებებს, ქრისტიანულ ფასეულობებს, პარტნიორულ ურთიერთობებს, მშვიდობის დამყარებას. შესაბამისად, ევროკავშირიც აუცილებლად დაიწყებს გადალაგებას. ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი ჩვენი წერილების, განცხადებების თუ პოლიტიკის, საფრანგეთის პრეზიდენტი, მიესალმა ტრამპის გამარჯვებას. ორი დღის წინ ის ტრამპს შეხვდა და ხელი ჩამოართვა. ეს ის პრეზიდენტია, რომელიც თავის მოკავშირეებთან ევროკავშირში და ევროპარლამენტში ტრამპს მოიხსენიებდა როგორც ს პოლიტიკის წარმომადგენლად. მასთან ერთად ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც ტრამპს მოიხსენიებდნენ ამერიკის სამარცხვინო წარმომადგენლად, მათ შორის, ის ქალბატონი პრეზიდენტიც, რომელიც ამ რამდენიმე დღეში ორთქლმავლით უნდა გავაცილოთ, ტრამპს უწოდებდა შემარცხვენელი ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს.
გადატვირთვა დაწყებულია, და ჰერჩინსკის მაგალითი გამოგვადგება ამისთვის. ჰერჩინსკიც ხომ მათი წარმომადგენელია და ის ხომ თავიდან ბოლომდე ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებდა, ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობდა, ახმოვანებდა ევროკავშირის მიერ საქართველოს საწინააღმდეგოდ გაკეთებულ განცხადებებს – კაცების ქორწინება დააკანონეთ, თორემ ევროპაში არ შეგიშვებთო, ჰერჩინსკის განცხადებაა; გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, უცხოურმა ენჯეოებმა შავი ფული უნდა ხარჯონო, ესეც ჰერჩინსკის განცხადებაა. მაგრამ ასეთია აგენტის ბედი – იძულების წესით ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, მოუწია ამის გაკეთება, იმიტომ, რომ მაკა ბოჭორიშვილი ისეთი პიროვნებაა, რომელსაც მარტივად ვერ დაუსხლტები ხელიდან – პოლიტიკოსიც მაგარია, დიპლომატიც მაგარია და რაც მთავარია, ის ქართული იდენტობის წარმომადგენელია.
სხვა აბა რა არის ელჩის მოვალეობა? თუ ის არ აღიარებს აქაურ მთავრობას, რატომ ზის საერთოდ? შესაბამისად, რას ეტყოდა ჰერჩინსკი მაკა ბოჭორიშვილს, არ მოვალ შეხვედრაზეო? იძულებული აღმოჩნდა შეხვედროდა მინისტრს და აღმოჩნდა ბულინგის მსხვერპლი – აქედანაც გაილანძღა და იქიდანაც. ორმაგი სტანდარტების რელსებზე რომ დადგები და როგორც დიპლომატი ვერ შეძლებ დანის პირზე გაიარო და ირიბად და არა პირდაპირ მაინც დაარტყა ქვეყანას, აღმოჩნდები ასეთ ვითარებაში. ბატონი ჰერჩინკი აღმოჩნდა ისეთ პირობებში, რომ ქართულ საზოგადოებას ის ანტიქართულ მოვლენად მიაჩნია იმიტომ, რომ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა. მეტიც, ვინც აკეთებინა ეს განცხადებები, იმათგანაც მიიღო ბულინგი. პრაქტიკულად არ დარჩა არავინ, ვინც არ შეურაცხყო ბატონი ჰერჩინსკი,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.