ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობას” წევრები ისევ ტოვებენ – დღეს პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება, პოლიტიკური მოძრაობის ყოფილმა საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემ გააკეთა.
ენმ-დან წევრების გადინების საკითხს მმართველი გუნდი ეხმაურება – პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ პარტიის უკვე ყოფილი წევრები მიხვდნენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ბრენდის ქვეშ ხელისუფლების მოპოვება არის შეუძლებელი.
“თვითონაც ვერ გაურკვევიათ ისე მირბიან და მორბიან ამ პარტიიდან. ფაქტი ის არის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ბრენდის ქვეშ მიხვდნენ, რომ ხელისუფლების მოპოვება არის შეუძლებელი. ახლა ნაწილს წარმოდგენილი აქვს, რომ დაიშლებიან და სადღაც რაღაც სხვა პლატფორმასა და სხვა ბრენდის ქვეშ გაერთიანდებიან. “ნაციონალური მოძრაობა” ისევ დარჩება ალბათ ყველაზე მსხვილ, თუმცა ბევრად სუსტ პარტიად. მარტივ მამრავლებად დაშლილი მე არ მგონია, რომ ამ ხალხს, რომელიც ამ ღირებულებების მატარებელია ჰქონდეს ამ ქვეყანაში კიდევ ხელისუფლების დაბრუნების შესაძლებლობა,” – აცხადებს ბექა დავითულიანი.