გიორგი გახარია: ლეგიტიმაციის მიღების რესურსი ოცნებას არ გააჩნია, დასავლეთი დათმობაზე აღარ წავა

დღეს საყოველთაოდ კონსოლიდირებულია საზოგადოება ორი ძირითადი მოთხოვნის ირგვლივ – სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდეს ყველა მძევალი, ფაქტობრივად, ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები-მძევლები და მეორე, სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი, ხელახალი არჩევნები, ეს არის პოლიტიკური განმუხტვის ერთადერთი შესაძლებლობა.

[…] ჩვენ მივაღწიეთ პირველ ფაზას, რის გამოც მინდა დიდი მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, გაყალბებული არჩევნების შედეგად ფორმირებულ ინსტიტუტებს არ უნდა მიეღოთ ლეგიტიმაცია და ვერც მიიღეს, ვერც ადგილობრივი და რისი დამადასტურებელიც არის ასობით ათასი, რომელიც სამი დღის განმავლობაში უკვე გამოთქვამს პროტესტს, და ვერც საერთაშორისო, რისი დამადასტურებელიც არის ის, რომ ერთი ელჩიც არ დაესწრო პარლამენტის პირველ სხდომას და მერწმუნეთ, არც პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება.

საბოლოო ჯამში, გვაქვს დე ფაქტო მთავრობა, რომ დააკვირდეთ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც იქმნება ვაშინგტონში ან ბრიუსელში მათ ხელისუფლებას აღარ ეძახიან, ეძახიან ოცნებას ან დე ფაქტო მთავრობას, ეს სერიოზული მიღწევაა. ჩვენი შემდეგი მიზანი უნდა იყოს მშვიდობიანი აქციებით ზეწოლა თბილისის ქუჩებში, არამხოლოდ რუსთაველზე და ასევე, საქართველოს სხვა ქალაქებში, ის რაც ხდება ქუთაისში, ზუგდიდში, ხაშურში და ა.შ.

ამის გარდა, ეს ლეგიტიმაციის მიღების არანაირი რესურსი ოცნებას აღარ გააჩნია და ჩვენ თუ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები მხარს არ დაგვიჭერენ პირდაპირი, მიზანმიმართული სანქციებით იმ ადამიანების მიმართ, ვინც არა მარტო ერთ განცხადებაში თავისივე ხელით მოკლა ქვეყნის ევროპული მომავალი და მეორე, იძალადა მშვიდობიან მოქალაქეებზე, ვინმეს თუ გონია რომ იქ რაღაც დათმობებზე წავლენ, ვიღაცის თავს შესწირავენ, რაღაც კანონს გაიწვევენ, ეს აღარ მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება და არა არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება – ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?