“ბევრი კითხულობს მის ამბავს.. კოტე არის მხნედ, ჯანზე, დასვენებული და შემართებით“ – რას წერს კოტე ჩახუნაშვილის ძმა

პედიატრ კოტე ჩახუნაშვილის ძმა, რომელიც ასევე პედიატრია, მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“ბევრი კითხულობს კოტეს ამბავს და კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდი მადლობა.
დღეს ბევრი ადვოკატი იყო მის სანახავად შესული, ასევე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელიც. თითოეულს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
კოტე არის მხნედ, ჯანზე, დასვენებული და შემართებით. შიგნიდან ყველას გითვლით მოკითხვას!
ოქმი ამ ეტაპზეც არ გვაქვს, მაგრამ მისი მუხლი დიდი ალბათობით არის ადმინისტრაციული. სასამართლოც დიდი ალბათობით ხვალ დაინიშნება.

როგორც კი თარიღს/დროს გავიგებ ეგრევე დავწერ ჩემს ფბ გვერდზე და ასევე პედიატრი ძმების გვერდზე.
პ.ს. არ ინერვიულოთ არც ერთმა, პირიქით უფრო გაბრაზდით და გაასმაგებული ენერგიით იბრძოლეთ. გამარჯვება ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ნუ შეგაშინებთ ვიღაც არალეგიტიმური მარიონეტების ტელეკრანებიდან ბრექა“, – წერს დავით ჩახუნაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა

შმაცური ტელევიზიების ისტერიას თუ აკვირდებით, რა დღეში არიან? ლილუაშვილმა სასამართლოში მოგვიგოო – ვერ წარადგინეთ სასამართლოში „უტყუარი მტკიცებულებები“ პროცესი რომ მოგეგოთ ლილუაშვილთან, თუ არ გაწყობდათ? ამანაც სიმბოლური 1 ლარი მოითხოვა! ორივე მხარეს ხომ არ გაწყობდათ?