მეწარმეების ნაწილმა „საახალწლო სოფელში” მონაწილეობაზე უარი თქვა

თბილისის მერია მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე „საახალწლო სოფლის“ მოწყობის სამუშაოებს იწყებს. თუმცა მიმდინარე მოვლენების პარალელურად, მეწარმეები “საახალწლო სოფელში” მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
“როდესაც ქვეყანაში დიქტატურას აყალიბებენ, არანაირი თავისუფალი აზრი, არანაირი სამართალდამცავების მხრიდან კანონის დაცვა და ტერორში ყოფნა, შეიძლება ნებისმიერ დროს შენ იყო შემდეგი მსხვერპლი ამ რეჟიმის, არანაირი მზაობა არ გვაქვს საშობაო ბაზრობის “ბედნიერების ცირკის” მონაწილე ვიყო. სადაც ვითომ ბავშვებისთვის მოწყობილ დღეებს წინ უსწრებს მათი მშობლების ცემა, დაჭერა და დაშინება. იმ ბავშვებისთვის ნაძვისხის ანთებას, რომელსაც ევროპულ მომავალს ართმევენ”, – აცხადებენ მეწარმეები.