მიშა მშვილდაძე დამემუქრა, რომ მალე დინგში მომხვდებოდა – პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებლის და ტელეწამყვანის, მიშა მშვილდაძის მიერ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც პოეტი აღნიშნავს, 1 დეკემბერს ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა. მისივე თქმით, მიშა მშვილდაძე, დაემუქრა, რომ მალე დინგში მოხვდებოდა წერილის ავტორს და მისი შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ.
„მე გახლავართ პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი. ჩემს ლექსებზე შექმნილია ცნობილი სიმღერები: ,,ხმალი ავლესოთ, ქართველებო!”, ,,მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო”, ,,აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება”, ,,ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა”და სხვა.
1 დეკემბერს, ჩემს ფეისგვერდზე გამოვაქვეყნე წერილი ,,მე რომ შემეძლოს, საქართველოს გადავმალავდი” და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შემზარავი მოვლენები ჩემეული ხედვით შევაფასე.
წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ე. წ. ოპოზიციის მხრიდან, ანუ ტროლები, ბოტები და ფერადი ჭინკებიც შემოესივნენ. ხანგრძლივი დროის მანძილზე მაგინებდნენ, მწყევლიდნენ და მემუქრებოდნენ.
მაგინებელთა შორის გახლდათ ვინმე მიშა მშვილდაძეც, რომელიც დამემუქრა, რომ მალე დინგში მომხვდებოდა! ( სამწუხაროდ, მისი შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა ვინმე დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ). მშვილდაძე დამემუქრა და შემდეგ დამბლოკა.
ოპოზიციას, რომელსაც მხარს უჭერს ვინმე მშვილდაძის მსგავსი ცოცხალი ორგანიზმი, არც მომავალი, არც გამარჯვება და, არც აწმყო არ გააჩნია. მიშას ვინაობა მოგვიანებით დავაზუსტე, რადგან ეს სახელი და გვარი ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა. სირცხვილი მას! თინათინ მღვდლიაშვილი პოეტი, მხატვარი ზვიად გამსახურდიას და გალაკტიონის პრემიის ლაურეატი.
მუქარა დანაშაულია! საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ“, – წერს თინათინ მღვდლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან