„საბა“ 11 დეკემბრიდან მკითხველთათვის ახალ კამპანიას იწყებს

„საბა” 11 დეკემბრიდან მკითხველთათვის ახალ კამპანიას იწყებს და მათ საშუალებას აძლევს აპლიკაცია SABA Reader-ში ბესტსელერები უფასოდ წაიკითხონ.
ს“ ცნობით, ბესტსელერებზე უფასო წვდომა ლიტერატურის მოყვარულებს ერთი თვის განმავლობაში ექნებათ, ხოლო წიგნების ჩამონათვალი პერიოდულად განახლდება.
„კამპანიის მთავარი მიზანია, ნებისმიერ მკითხველს ჰქონდეს საშუალება გაეცნოს როგორც ქართულ, ასევე თარგმნილი ლიტერატურის პოპულარულ ტექსტებს. უფასო წვდომით ისარგებლებს ყველა მსურველი, იმისდა მიუხედავად ყოფილა ის თუ არა აქამდე “საბას” ელექტრონული ბიბლიოთეკის გამომწერი.
11 დეკემბრიდან – 11 იანვრის ჩათვლით მკითხველებს სამ ბესტსელერს ვთავაზობთ, ესენია:
· ნინო ხარატიშვილის “უკმარი სინათლე”
· ხალიდ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი”
· ჯონ აპდაიკის “ბრაზილია”
შემდეგი სამეულის შესახებ კი ინფორმაციას “საბას” საკომუნიკაციო არხებით მიიღებთ.
ბესტსელერებზე უფასო წვდომის კამპანია “საბას” მეგობარი შემდეგი გამომცემლობების მხარდაჭერით ხორცილდება: სულაკაურის გამომცემლობა; დიოგენე; ინტელექტი; არტანუჯი და წიგნები ბათუმში.
„საბას“ ისტორია 2002 წელს, სა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – როგორც სააკაშვილი განიკურნა დემენციისგან და დაამარცხა ის ავადმყოფობა, რომელსაც მსოფლიო ცდილობს რამენაირად გაუმკლავდეს, ისე იყენებდნენ ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები რაღაც ნივთიერებას

პაატა ზაქარეიშვილი – ალეკო ელისაშვილმა დააზიანა წინააღმდეგობის მოძრაობა, ხელისუფლება ამას ოპოზიციის და ევროპელების წინააღმდეგ გამოიყენებს – „ოცნებაა“ პასუხისმგებელი, რომ ადამიანები სასოწარკვეთილ ნაბიჯებამდე მიდიან

ანა ნაცვლიშვილი BBC-ს მასალაზე – ორჯერ მოვიწამლე და როცა მოვსულიერდი, პირველი რაც ვთქვი იყო ის, რომ ომი ჰქონდათ გამოცხადებული ხალხის წინააღმდეგ – იმ საშინელმა შეგრძნებებმა, რაც გაზმა დამმართა, სხვა განცდა არ დამიტოვა!