დონალდ ტუსკი: უკრაინის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა ამ ზამთარში დაიწყოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, შესაძლოა, უკრაინის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებები ზამთარში დაიწყოს. 2025 წლის 1 იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ხდება.
„მათ შორის პასუხისმგებლები ვიქნებით იმისთვის, თუ როგორი იქნება პოლიტიკური ღონისძიებების კალენდარი, [პასუხისმგებელი ვიქნებით] სიტუაციისთვის მოლაპარაკებებზე, რომელიც შეიძლება მიმდინარე წლის ზამთარში დაიწყოს,“ თქვა ტუსკმა.
ხუთშაბათს ვარშავაში ჩავა საფრანგეთის პრეზიდენტი და პოლონეთის ხელისუფლებასთან ითათბირებს თავისი მოლაპარაკებების შესახებ შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტთ სთან.
როგორც ადრე თქვა ზელენსკიმ, ის დარწმუნებულია, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს რუსეთთან ომი უფრო ადრე დასრულდება, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „ოცნებას“ გერმანიის ელჩის საცხოვრებლიდან და მეტიც, ქვეყნიდან გაძევების კამპანია აქვს, გაურკვეველია რას ეძებენ – ცოტა სასაცილოა გერმანიის ფედერაციის წარმომადგენლობა ვინმეს რამეს არ უკონტრაქტებდეს – კონტრაქტი არსებობს

ნონა ქურდოვანიძე – უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?! აშკარაა, რომ ეს მისი დასჯის ახალი ფორმაა, რომელსაც პროკურატურა მიმართავს