წელს „შუა დერეფანში“ შარშანდელზე 2-ჯერ მეტი, 50 000 ერთეული კონტეინერი გადაიზიდა

მიმდინარე წლის 11 თვეში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მეშვეობით ე.წ „შუა დერეფანში“ 50 000 კონტეინერის გადაზიდვა მოხდა, – ამის შესახებ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციაში აცხადებენ.
„შუა დერეფანში“ წლის დასაწყისიდან 328 საკონტეინერო მატარებელმა გაიარა, საიდანაც 304 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მოდიოდა.
ნოემბერში აღნიშნულ მარშრუტზე დაახლოებით 3 700 კონტეინერის გატარება მოხდა.
ცნობისთვის, გასულ წელს, ჯამში, 20 200 ერთეული კონტეინერის მომსახურება მოხდა.