საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ გომელაურს შსს-ში “ტიტუშკები აჰყავს”.
პრეზიდენტის თქმით, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებები მეტყველებს, რომ შსს-ში რესურსები აღარ ჰყოფნით.
კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც არის ძალიან ძლიერი დარღვევა ყველაფრის. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ ცვლილებეზე, რომ გამარტივდეს ახალი პერსონალის აყვანა, ისე, რომ არ მოეთხოვოს მათ დიპლომები, ეს უკვე, როგოროც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომები ამ ქვეყანაში არავის არ სჭირდება, ეს არის პირდაპირ გზა, რომ აიყვანონ ახალი ტიტუშკები და ეს არის ნიშანი იმისა, რომ რესურსები აღარ ჰყოფნით, რაც ძალიან საინტერესო არის”- განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს და საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განსაზღვროს.