– ამ მომენტს რვა წელი ველოდი, რათა სიმართლე მეთქვა

ამ მომენტს რვა წელი ველოდი, რათა სიმართლე მეთქვა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორუფციისა და თაღლითობის საქმეზე მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„მაგრამ მე, ასევე, პრემიერ-მინისტრი ვარ. ქვეყანას შვიდ ფრონტზე მიმდინარე ომში ვმართავ და ვფიქრობ, რომ ამ ორი ამოცანის პარალელურად გადაჭრა შესაძლებელია“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორუფციის საქმეზე სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება პირველად მისცა.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ქრთამის აღებისა და თაღლითობისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ისრაელში სასამართლო პროცესი 2020 წელს დაიწყო. ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”