CNN – ამერიკული სადაზღვევო კომპანიის UnitedHealthcare-ის აღმასრულებელი დირექტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს

ამერიკული სადაზღვევო კომპანიის UnitedHealthcare-ის აღმასრულებელი დირექტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს ბრალი წაუყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ბრალდებული 26 წლის ლუიჯი მანიონეა, რომელიც გუშინ საღამოს პენსილვანიის შტატში მდებარე „მაკდონალდსში“ დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ერთ-ერთმა თანამშრომელმა ამოიცნო.
პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილს ზურგჩანთაში 3D პრინტერით დამზადებული პისტოლეტი და ყალბი პირადობის მოწმობები ჰქონდა.
შეგახსენებთ, UnitedHealthcare-ის აღმასრულებელ დირექტორს, ბრაიან ტომპსონს 4 დეკემბერს მანჰეტენზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პოლიცია დამნაშავეს ამ დრომდე ეძებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ