Corriere dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 13 დეკემბერს გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, სადაც “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში “ბრაგას” უმასპინძლებს, შესაძლოა, გამოტოვოს.
მოგეხსენებათ, ქართველმა გუშინ გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა, რადგან მას მსუბუქი გრიპი აქვს. ჯერჯერობით ეს ამბავი მხოლოდ ვარაუდის დონეზეა, მაგრამ ჩვენს იტალიელ კოლეგებს თუ დავუჯერებთ, არსებობს რისკი, რომ ჩვენებურმა “პარტენოპეის” დახმარება ვერ შეძლოს.
მოგეხსენებათ, “ნაპოლის” “ბრაგასთან” ფრეც აწყობს და მერვედფინალში გავა, წაგების შემთხვევაში კი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს.