ემილ ავდალიანი – მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის მიზეზებზე, ასევე იმაზე რა გავლენას იქონიებს მომხდარი რუსეთზე, ირანზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, აღმოსავლეთმცოდნეს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.
– ბატონო ემილ, -ში ტრამპის არჩევა რომ საერთაშორისო პოლიტიკასა და ურთიერთობებში სერიოზულ კორექტივებს გამოიწვევდა ცხადად ჩანდა. ტრამპი იმიტომ უნდა გავიხსენოთ როცა სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ვსაუბრობთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულმა ტრამპმა დაახლოებით ასეთი აზრი არა ერთხელ გამოთქვა – მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი სირიაში პოზიციებს ვერ გაიმყარებდა.
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ტრამპის არჩევის შემდეგ მძიმეწონიანმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიფ ერდოღანმა მყისიერად დაიწყო სირიაში რუსეთის ჩარევის შემდეგ თურქეთის დაკარგული პოზიციების ადღგენა.
რომ არა რუსეთის აქტიური მონაწილეობა სირიის საშინაო საქმეებში, ბაშარ ასადის ხელისუფლება ამდენ ხანს ძალაუფლებას შეინარჩუნებდა. გასულ კვირას კი ყველაფერი იმით დასრულდა ბაშარ ასადმა ქვეყანა დატოვა და მისმა ოპონენტებმა დამასკო აიღეს. ახლა ასადის სასახლე იწვის და მისი მხარდამჭერი დანაყოფები სირიის ახალ ხელისუფლებას წინააღმდეგობას არ უწევენ.
პრაქტიკულად, სირიაში თურქეთმა და აშშ-მ რუსეთი და ირანი ერთად დაამარცხეს. რას ნიშნავს სირიაში რუსეთისა და ირანის დამარცხება და რა გავლენას იქონიებს ეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე?
– სირიაში ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დასასრულს დიდი გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთში ძალთა განლაგებაზე. აშკარაა, რომ რუსეთი და განსაკუთრებით კი ირანი წაგებულ მდგომარეობაში არიან. რუსეთისთვის სირია წარმოადგენდა საშუალებას გავლენა მოეხდინა ახლო აღმოსავლეთზე და ხმელთაშუა ზღვაზე.
მეტიც, სირიაში სამხედრო ბაზები და, ზოგადად, 2016-2017 წლებში მოსკოვის დახმარებით მეამბოხეებზე ასადის თავდაპირველი გამარჯვება რუსების მიერ აღქმული იყო, როგორც ქვეყნის ზესახელმწიფოს სტატუსის გამომხატველი მოვლენა.
სირიაში ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დასასრულს დიდი გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთში ძალთა განლაგებაზე. აშკარაა, რომ რუსეთი და განსაკუთრებით კი ირანი წაგებულ მდგომარეობაში არიან. რუსეთისთვის სირია წარმოადგენდა საშუალებას გავლენა მოეხდინა ახლო აღმოსავლეთზე და ხმელთაშუა ზღვაზე
რა არის ზესახელმწიფო? ეს ის ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს არამეზობელ, შორეულ ტერიტორიებზე. ასადის დაცემით ეს მითი მოირღვა და ნათელი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო თუ პოლიტიკური მხარდაჭერა არ იყო საკმარისი. მიზეზი რამდენიმეა, თუმცა უმნიშვნელოვანესი მაინც ში ომია, რომლისთვის რუსეთის მთელი რესურსები იხარჯება. რესურსების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთის დაზვერვის ყურადღებაც უკრაინაზეა გადატანილი, რაც ნაწილობრივ ხსნის იმას, რომ მოსკოვი მოუმზადებელი აღმოჩნდა სირიაში მეამბოხეების მოსაგერიებლად.
რესურსების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთის დაზვერვის ყურადღებაც უკრაინაზეა გადატანილი, რაც ნაწილობრივ ხსნის იმას, რომ მოსკოვი მოუმზადებელი აღმოჩნდა სირიაში მეამბოხეების მოსაგერიებლად
ირანისთვის ასადის დაცემა კი უფრო მეტად მტკივნეულ გეოპოლიტიკურ პრობლემას წარმოადგენს. სირია ხომ ირანის ე. წ. „წინააღმდეგობის ღერძის“ მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენდა. ზუსტად სირიით ხდებოდა ირანიდან ლიბანში ჰეზბოლას იარაღით მომარაგება.
ირანისთვის ასადის დაკარგვა ორმაგად პრობლემურია, რადგან ბოლო ერთ წელიწადში თეირანის სხვა მოკავშირეები, ჰამასი და ჰეზბოლა, ძალზედ დასუსტებულან. ისტორიულ ჭრილში რომ გადავხედოთ ამ პროცესს, ირანმა ერაყის და სირიის გავლით დაკარგა პირდაპირი სახმელეთო დერეფანი ხმელთაშუა ზღვამდე.
ირანისთვის ასადის დაკარგვა ორმაგად პრობლემურია, რადგან ბოლო ერთ წელიწადში თეირანის სხვა მოკავშირეები, ჰამასი და ჰეზბოლა, ძალზედ დასუსტებულან. ისტორიულ ჭრილში რომ გადავხედოთ ამ პროცესს, ირანმა ერაყის და სირიის გავლით დაკარგა პირდაპირი სახმელეთო დერეფანი ხმელთაშუა ზღვამდე
აღნიშნული დერეფანი ისლამური რესპუბლიკის დიდ წარმატებად ითვლებოდა, რადგან 2010-იან წლებამდე, ირანს ამის გაკეთება მხოლოდ მეშვიდე საუკუნის დასაწყისში გამოუვიდა, როდესაც სპარსელებმა ბიზანტიელები დაამარცხეს და მცირე პერიოდით ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილს დაეუფლნენ. ამ ორ მოვლენას შორის თოთხმეტი საუკუნეა.
ამრიგად, რუსეთსაც და ირანსაც ახალ რეალობაზე მორგება მოუწევთ, რაც, დიდი ალბათობით, ნიშნავს დამასკში ახალ ხელისუფლებასთან პრაგმატული ურთიერთობის დამყარებას. ახალ სირიულ ხელისუფლებასაც ექნება სურვილი დიდ მოთამაშეებთან დაალაგოს კონტაქტები.
– გავრცელებული ინფორმაციებით, რუსეთს სირიიდან გასვლაში აშშ, ბრიტანეთი და დაეხმარნენ. თუმცა, ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთს სირიაში საკმაოდ დიდი სამხედრო ტექნიკის დატოვება მოუწია.
რუსეთმა ხმელთა შუა ზღვაში თავისი ერთადერთი სამხედრო ბაზა დაკარგა. ახლა საინტერესოა თურქეთი გაატარებს თუ არა რუსულ ტექნიკას თავის სრუტეებში, თუ მათ სამშობლოში დაბრუნება „გრძელი გზით“ მოუწევთ?
სხვათა შორის, რუსული მედია ახლა იმაზე საუბრობს დაუფარავად, რომ რუსეთს თურქეთთან ომი მოუწევს, რისთვისაც მზადება რუსეთმა ახლავე უნდა დაიწყოს. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთსა და თურქეთს შორის სამხედრო დაპირისპირება მოხდება?
– ისტორიულად რუსეთი და თურქეთი არასდროს იყვნენ ბუნებრივი მოკავშირეები. ბოლო წლებში ამ ორ ქვეყანას შორის გარკვეული სახის დაახლოება მიმდინარეობდა, თუმცა საპირისპირო ინტერესები იქნება ეს შავ ზღვაში, სამხრეთ კავკასიასა და სირიაში სულ უფრო მეტად იჩენდა თავს.
ისტორიულად რუსეთი და თურქეთი არასდროს იყვნენ ბუნებრივი მოკავშირეები. ბოლო წლებში ამ ორ ქვეყანას შორის გარკვეული სახის დაახლოება მიმდინარეობდა, თუმცა საპირისპირო ინტერესები იქნება ეს შავ ზღვაში, სამხრეთ კავკასიასა და სირიაში სულ უფრო მეტად იჩენდა თავს
თურქეთისთვის 2014 წლიდან ვითარება განსაკუთრებით არასახარბიელო იყო: ამ წელს რუსეთმა ს ოკუპირება მოახდინა, 2015 წლიდან კი სირიის ომში ჩაერთო, ამას ემატება 2022 წელს ომი უკრაინაში და ზოგადად თურქეთისთვის არაკომფორტული ფაქტი, რომ რუსი ჯარისკაცები სომხეთ-თურქეთის საზღვარზე დგანან.
თურქეთის პერსპექტივიდან, 2014 წლიდან ქვეყანა რუსეთის მხრიდან ერთგვარ ალყაში იყო მოქცეული. სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მოსკოვს არ შეუძლია ენდოს ანკარას (რაც უკვე კარგად აისახა რუსი ანალიტიკოსების ინტერვიუებსა და სტატიებში). მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები რამე სახის სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს.
თურქეთის პერსპექტივიდან, 2014 წლიდან ქვეყანა რუსეთის მხრიდან ერთგვარ ალყაში იყო მოქცეული. სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მოსკოვს არ შეუძლია ენდოს ანკარას. მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები რამე სახის სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს
– სირიაში ასადის რეჟიმის დამხობით მნიშვნელოვნად შესუსტდა ირანის პოზიციები არა მარტო სირიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთში. ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰესბოლასაც“ გაუჭირდება ისრაელთან დაპირისპირება.
არაა გამორიცხული თურქეთ-ისრაელს შორის დაახლოება, რაც ისრაელისთვის მომგებიანი აღმოჩნდეს ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტებთან. სირიაში განვითარებული პროცესები რა გავლენას იქონიებს ისრაელის მიერ წარმოებულ ომზე პალესტინელებისა და „ჰესბოლას“ წინააღმდეგ?
– ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებულმა ომმა ნათლად აჩვენა, რომ ირანის „წინააღმდეგობის ღერძი“ არ წარმოადგენს სერიოზულ სამხედრო ძალას. სირიის ფაქტობრივი გამოთიშვა ამ ღერძიდან ისრაელის პოზიციებს უფრო მეტად გაამყარებს, ხოლო ჰამასისა და ჰეზბოლას მდგომარეობას კი დაამძიმებს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ჰეზბოლას გაუჭირდება ხელახლა შეიარაღება, რადგან ირანიდან სირიის გავლით შესაბამისი რესურსების მიღება ვეღარ მოხერხდება. აღნიშნულ ვითარებაში, ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი ცალსახად ისრაელის მხარეს გადაიხარა, ხოლო ირანს მოუწევს თავისი ე. წ. წინა-ხაზზე-თავდაცვის სტრატეგიის გადახედვა. შესაძლოა, ირანმა მეტი რესურსები ერაყში გასამხედროებულ დაჯგუფებებზე დახარჯოს. ასევე სავარაუდოა, იემენში ჰუსიტების მეტად გაძლიერება მოხდეს.
ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი ცალსახად ისრაელის მხარეს გადაიხარა, ხოლო ირანს მოუწევს თავისი ე. წ. წინა-ხაზზე-თავდაცვის სტრატეგიის გადახედვა. შესაძლოა, ირანმა მეტი რესურსები ერაყში გასამხედროებულ დაჯგუფებებზე დახარჯოს. ასევე სავარაუდოა, იემენში ჰუსიტების მეტად გაძლიერება მოხდეს
– რუსული მედიის ცნობით ბაშარ ასადი ოჯახთან და მცირერიცხოვან თანმხლებ პირებთან ერთად მოსკოვში ჩაფრინდა.
მისი მოსკოვში ჩაფრენა მოულოდნელი არავისთვის არ ყოფილა. დაახლოებით 6-7 თვის წინ რუსულ მედიაში აქტიურად განიხილებოდა მოსკოვში ჩასული ასადის წარმომადგენლების ძიებები ასადისთვის უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ სირიაში დაახლოებით 70 წლიანი ალატივების უმცირესობის მმართველობა დასრულებულია. მაგრამ, ახლა მთავარია, როგორი იქნება ამ ქვეყნის მომავალი. ცხადია, თუ როგორი იქნება სირიის მომავალი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა როგორი პოლიტიკა ექნება ტრამპის აშშ-ს ახლო აღმოსავლეთთან, ირანთან, სპარსეთის ყურის მდიდარ ქვეყნებთან. ვაშინგტონი რომ ისრაელის მხარდამჭერი იქნება ცხადია, მაგრამ, სავარაუდოდ, როგორ პოლიტიკას გატარებს აშშ ახლო აღმოსავლეთის მდიდარ ქვეყნებთან და ირანთან?
– არაბული ქვეყნები ელოდებიან ტრამპის მმართველობას, როგორც შესაძლებლობას, ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული ვითარება შეიცვალოს.
არაბულ ქვეყნებს დიდწილად აწყობთ ტრამპის საგარეო პოლიტიკის სტილი, რომელიც ნაკლებადაა გაჟღენთილი დემოკრატიის შენების და ადამიანის უფლებების საკითხებით, არამედ ფოკუსირებულია კონკრეტული შედეგების დადებაზე.
ამავდროულად, ტრამპი ის პრეზიდენტია, ვის მმართველობაშიც ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ აშშ-მ უსაფრთხოების გარანტიები წარუდგინოს რომელიმე არაბულ ქვეყანას და ეს დიდ თავის სატკივარს უქმნის საუდის არაბეთს, გაერთიანებულ ემირატებსა და სხვებს. ამიტომაც, მოლოდინი, რომ არაბული ქვეყნები სრულად აშშ-ის მხარეს იდგებიან მცდარია.
ტრამპი ის პრეზიდენტია, ვის მმართველობაშიც ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ აშშ-მ უსაფრთხოების გარანტიები წარუდგინოს რომელიმე არაბულ ქვეყანას და ეს დიდ თავის სატკივარს უქმნის საუდის არაბეთს, გაერთიანებულ ემირატებსა და სხვებს. ამიტომაც, მოლოდინი, რომ არაბული ქვეყნები სრულად აშშ-ის მხარეს იდგებიან მცდარია
მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე. არაბული ქვეყნები არც ირანის წინააღმდეგ ამერიკის მოსალოდნელ მკაცრ სამხედრო და პოლიტიკურ კურსს დაუჭერენ მხარს, რადგან ვაშინგტონისგან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისას, მაგალითად, სთვის უმჯობესია პირდაპირ მოელაპარაკოს თეირანს და შეამციროს დაძაბულობა. ზუსტად ეს მოხდა 2023 წლის მარტში, როდესაც თირან და ერ-რიადი შერიგდნენ და ურთიერთობები სულ უფრო მეტად ვითარდება.
– სირიაში ასადის რეჟიმის დაცემით რუსეთისა და ირანის გარდა, როგორც მინიმუმ, უკმაყოფილო უნდა იყოს პეკინიც. იმიტომ რომ ჩინეთის აქტიურად იყენებდა სირიასა და ახლო აღმოსავლეთში როგორც რუსეთს, ისე ირანს დასავლეთისა და აშშ-ს წინააღმდეგ. სირიიდან რუსეთის გაძევებითა და ირანის შევიწროებით რა უთხრა ვაშინგტონმა, და მერე ანკარამ ჩინეთს?
სავარაუდოდ, რა დამოკიდებულება ექნება ვაშინგტონს ერთი მხრივ საქართველოს მიმართ, ხოლო მეორე მხრივ ჩინეთის მიმართ, რომელმაც ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს?
– ანაკლიის პორტის ეფექტიანად ასამუშავებლად შუა დერეფნის გაფართოებაა საჭირო, რომელიც თავის მხრივ ჩინური პროდუქციის გარეშე ვერ იმუშავებს. ვფიქრობ, შუა დერეფანი, როგორც კონცეფცია, ვაშინგტონსაც აწყობს, რადგან ეს ის ინიციატივაა, რომელიც ამცირებს რუსეთის გავლენას ევრაზიაში სავაჭრო გზებზე.
რა თქმა უნდა, აშშ-ს არ სურთ ჩინეთის განსაკუთრებული გაძლიერებაც, მაგრამ ამის ალტერნატივა მხოლოდ ისევ რუსეთის დომინირებაა თავის სამეზობლოში. გრძელვადიან პერსპექტივაში, ვაშინგტონს უნდა აწყობდეს ცენტრალური აზიის თუ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მულტი-ვექტორული პოლიტიკა, რადგან ესაა ერთადერთი საშუალება, რითაც მოხერხდება დაბლოკვა ერთი რომელიმე დიდი მოთამაშისა, რომელსაც უპირობო გაბატონება მოესურვება ამ ორ მნიშვნელოვან რეგიონზე.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ვაშინგტონს უნდა აწყობდეს ცენტრალური აზიის თუ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მულტი-ვექტორული პოლიტიკა, რადგან ესაა ერთადერთი საშუალება, რითაც მოხერხდება დაბლოკვა ერთი რომელიმე დიდი მოთამაშისა, რომელსაც უპირობო გაბატონება მოესურვება ამ ორ მნიშვნელოვან რეგიონზე
– ბაშარ ასადის სირია შედიოდა იმ რამდენიმე ქვეყანაში, რომელსაც რუსეთის გავლენით აღიარებული ჰქონდა სა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუმცა, ისტორიიდან ვიცით, რომ სირიაში ალატივების მმართველობა სხვადასხვა ეროვნულ უმცირესობებს ეყდრობოდა. მათ შორის, აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლებს, რომელთა წარმომადგენლები სირიის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში წამყვანი პოზიციები ეკავათ.
სირიიდან აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლების საკმაოდ დიდი ნაწილი სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ აფხაზეთში ჩავიდნენ. რამდენადაც მახსოვს, თავიდან მათი რიცხვი 1000 აღემატებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მათმა ნაწილმა დატოვა აფხაზეთი.
სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ სირიიდან აფხაზი მუჰაჯირების დევნილების მიღებისა და განსახლების საკითხებს. მას შემდეგ, რაც ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო, რა ნაბიჯები აქვს გადასადგმელი ქართულ დიპლომატიას და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მომხდარმა საქართველოზე?
– სირიას აღიარებული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – დამოუკიდებლობა.
დამასკში ახალი ხელისუფლების გამოჩენა, ოფიციალურ თბილისს შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის, აღნიშნული აღიარება უკან იქნეს გაწვეული. ვფიქრობ, თუ ახალი ხელისუფლება იქნება ზომიერი, მეტ-ნაკლებად ინკლუზიური და საქართველოს მოკავშირეებთან მეტად გახსნილი მოსალაპარაკებლად, თბილისი ღია უნდა იყოს დამასკთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებისთვის.
დამასკში ახალი ხელისუფლების გამოჩენა, ოფიციალურ თბილისს შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის, აღნიშნული აღიარება უკან იქნეს გაწვეული. ვფიქრობ, თუ ახალი ხელისუფლება იქნება ზომიერი, მეტ-ნაკლებად ინკლუზიური და საქართველოს მოკავშირეებთან მეტად გახსნილი მოსალაპარაკებლად, თბილისი ღია უნდა იყოს დამასკთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებისთვის
დამასკში ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო აღიარება და ტერიტორიული მთლიანობის იქნება. ამიტომაც, საქართველოსთან დაახლოება არ უნდა წარმოადგენდეს დიდ პრობლემას. თბილისსაც ხომ ეს საზრუნავი აქვს საერთაშორისო არენაზე.
გეოპოლიტიკირი ვითარება მეტად ხელსაყრელია, რადგან რუსეთის გავლენა სირიაში ახალ ხელისუფლებაზე მინიმალური იქნება. დამასკოს ნაკლები სენტიმენტი ექნება მოსკოვისადმი და, შესაბამისად, საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისადმი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი