მადლიერი ვართ, რომ აზერბაიჯანმა გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უკვე დაიწყო. ვიზიტის მნიშვნელობისა და განსახილველი თემების შესახებ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ბაქოში განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიულ პარტნიორთან მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი.
“ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ამ ორი დღის განმავლობაში, როგორც პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარესთან და მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან.
ჩვენ მადლიერი ვართ, რომ აზერბაიჯანმა გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ და ეს, რა თქმა უნდა, არის გაგრძელება იმ ურთიერთობების და მეგობრობის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის და ჩვენს მთავრობებს შორის არსებობს. ბუნებრივია, საქართველო თავის მხრივ მზად არის, შეასრულოს ის მნიშვნელოვანი როლი, რაც რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების მხარდაჭერას სჭირდება და ვართ მომავალზე ორიენტირებული და იმ გეგმებზე, რომელიც ჩვენს რეგიონს და ჩვენს ქვეყნებს სჭირდებათ. მოველით, რომ იქნება პოზიტიური და შედეგიანი ვიზიტი ჩვენს მეგობრებთან აქ, აზერბაიჯანში,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-სა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, “უცხოელი აგენტების კანონის” არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში – მაკკეინის ინსტიტუტი