ირანელი აქტივისტი ქალი ნარგეს მოჰამადი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი გახდა

ირანელი აქტივისტი ნარგეს მოჰამადი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი გახდა. ოსლოში, ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიას 51 წლის ნარგეს მოჰამადი არ ესწრებოდა, რადგან ის თეირანის საპატიმროში იმყოფება.
ნობელის კომიტეტმა მას პრემია ირანში ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადასცა. მისი განცხადება პრემიის გადაცემის ცერემონიაზე საჯაროდ წაიკითხეს, ჯილდო კი მის შვილებს გადაეცათ. პრიზი ასევე მოიცავს დაახლოებით 1 მილიონი დოლარსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპას ვუსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას, ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი სივრცე ჩვენთვის, ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვისაც

ევროპელ ჩინოვნიკებს „დიფ სთეითისგან“ აქვთ მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც ძალიან სამწუხაროა, არის სრული, ტოტალური უსამართლობა