“ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არაკანონიერად დაესაკუთრა ქვეყანას, სცემს საქართველოს მომავალს” – ამის შესახებ მსახიობმა ირაკლი აფაქიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ხელოვანის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა – “ისინი არაფერზე უკან არ დაიხევენ, მათ შორის მსხვერპლზეც“.
ეს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არაკანონიერად დაესაკუთრნენ ქვეყანას, სცემენ საქართველოს, სცემენ საქართველოს მომავალს. ამათმა უკვე გადალახეს, თითქმის, ყველა წითელი ხაზი. გუშინწინ ერთი კიდევ გადახაზეს, როდესაც ქუჩაში გამოუშვეს არაკანონიერი კრიმინალები. მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიცირების გარეშე არიან და რაღაც “სახელმწიფო სტრუქტურაა”, პოლიციელები განზე იდგნენ და ხელს არ უშლიდნენ. მათ აქვთ თავიანთი სტრუქტურა და არაფერზე უკან დამხევები არ არიან, მათ შორის, მსხვერპლზეც. ფაქტობრივად, რაც უქნეს თქვენ ჟურნალისტს, კლავდა პირდაპირ ეთერში”, – ამბობს ირაკლი აფაქიძე.