თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკა გამოჩნდა

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის 3 მანქანა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლების რამდენიმე ავტობუსია განლაგებული. ასევე ადგილზეა სახანძრო-სამაშველო მანქანები.
პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე კი სამართალდამცავების მობილიზება ამ დრომდე არ შეინიშნება.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია უკვე მე-12 დღეა მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.
ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეთორმეტე დღეა მიმდინარეობს.