სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებსა და „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ შორის გარკვეული შეთანხმება შედგა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციასა და ტელევიზიის შენობასთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდგომ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და განათლების სპეციალისტმა, გიორგი ჭანტურიამ აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი თანახმაა, რომ პარიტეტულ პრინციპებზე ყოველდღე ეთერი დაუთმოს საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელს.
ჭანტურიას თქმით, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ „კრიზისი არსებობს“.
რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, ის 22:00 საათზე დაიწყება და საზოგადოების მხრიდან მონაწილეობას ორი ადამიანი მიიღებს.
„ჩვენი მოთხოვნა – არხის მენეჯმენტის და ბორდის ხელმძღვანელის გადადგომა, ეს კვლავ მოთხოვნად რჩება, რადგან ვერ შევთანხმდით. შევთანხმდით, რომ ეთერში პარიტეტულ პრინციპებზე მონაწილეობას საინიციატივო ჯგუფისა თუ საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ, იქნება ეს ერთი, ორი თუ სამი ადამიანი. არ გაიმართება დებატები. ცალკე ჩვენი, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, ცალკე მათ ვინც სურთ. ჩვენგან გამოიყოფა საკონტაქტო პირი, რომელიც ეტყვის მათ [არხის ადმინისტრაციას] ვინ მიიღებს საზოგადოების მხრიდან მონაწილეობას [გადაცემაში]. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ კრიზისი არსებობს. დღეს ორი ადამიანი შევა, მაგრამ ვინ იქნება ამაზე ჯერ არ გვისაუბრია. საზოგადოება ამაზე თანახმაა“,- განაცხადა განათლების სპეციალისტმა, გიორგი ჭანტურიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…