,,მილიციამ სცემა ჩემი ტაქსის მძღოლი“

მარიამ სოციალურ ქსელში წერს:
,,მილიციამ სცემა ჩემი ტაქსის მძღოლი.
მე და ჩემი და ვიყავით გუშინ, სახლში ვბრუნდებოდით.
ტაქსიმ უჩვეულოდ დააგვიანა.
რომ მოვიდა,მოგვიბოდიშა, ეს რა სჭირს ამ ხალხსო, სულ გაგიჟდა პოლიციაო.
ყოფილი პოლკოვნიკი ვარ, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსიო. დეტალებში აღარ შევალ.
იმიტომ დამაგვიანდა, რომ გზა გადაკეტილი ჰქონდათ ბარათაშვილის ხიდთან და რომ ვუთხარი გამოძახებაზე მოვდიოდი, ჩამარტყესო.
ორჯერ.
ჩამარტყესო, ხალხნო.
ხეიბარი ვარ, ვერ დავდივარ და ვერ გადავედი, თორემ გავლახავდიო. კარი რომ გავაღე, მომიჯახუნესო.
ნაომარი ვარ, ქვეყანას შევწირე წლებიო. ესენი ვინ არიან, სახელი არ ჰქვიათო.
მილიციამ სცემა ჩემი ტაქსის მძღოლი. უდანაშაულო, ხეიბარი, მანქანაში მჯდომი ტაქსის მძღოლი გალახა მილიციამ.
ნეტავ ამ ამბებს ვიგონებდე.
მამის სულს ვფიცავარ, სიმართლეს ვყვები.”

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი

არმაზ ახვლედიანი – საქართველოს უტანკოდ აბარებენ რუსეთს, კრემლის მარიონეტები ქვეყანას მიაჭენებენ ჯოჯოხეთში და ყველა, ვინც პუტინის თანამონაწილეა ამ სპეცოპერაციაში, პასუხს აგებს, იქნება ეს ერისკაცი, თუ სასულიერო პირი