“მილანისა”, “ფიორენტინასა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რიკარდო მონტოლივომ Sky Sport-ის ეთერში “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
იტალიელის თქმით, “კვარა” ტოპ ფეხბურთელი არ არის.
“კვარაცხელიამ პირველ წელს ყველა გააოცა, რადგან მისი სახელი და გვარი ყველასთვის უცნობი იყო. მეტოქეები მას იმდენ ყურადღებას არ უთმობდნენ, როგორც ამას ახლა აკეთებენ.
ჩემი აზრით, ხვიჩა ტოპ ფეხბურთელი არ არის, ქართველმა უმაღლესი დონის სეზონი მხოლოდ სერია A-ში გადმოსვლიდან პირველ სეზონში შემოგვთავაზა”, – განაცხადა მონტოლივომ.