გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით გორის მე-10 საჯარო სკოლა პროექტს „წიგნები ჩემი მეგობარია“ ახორციელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით გორის მე-10 საჯარო სკოლა პროექტს „წიგნები ჩემი მეგობარია“ ახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოზარდები გორელ პოეტს ნოდარ მდინარიძეს შეხვდნენ.
„ინიციატივის მიზანია მოსწავლეების წიგნით დაინტერესება. აქტივობებში რამდენიმე ათეული მოსწავლე იყო ჩართული.
პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა წიგნები, შეიქმნა მკითხველთა კლუბი, წაკითხული ლიტერატურის მიხედვით მომზადდა კედლის გაზეთები, პოსტერები, კარიკატურები, გაიმართა გამოფენები, მოეწყო წაკითხული ნაწარმოებების განხილვები და სხვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპექტაკლისთვის მზადება.
პროექტი „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!