თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

თურქეთში, ართვინის არჰავის რაიონში, საქართველოს საზღვართან ახლოს მეწყერი ჩამოწვა. შედეგად შავი ზღვის სანაპირო გზა ორმხრივად ჩაიკეტა.
თურქული მედიის ცნობით, მეწყერის შედეგად დაზიანდა ავტომობილები.
ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.