ვინც პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაში არ არიან, მაგრამ მაინც მიტინგზე დგანან, სასარგებლო იდიოტები არიან, ხალხის ეს მცირე მასა, თავისდაუნებურად, რევანშისტულ ძალებს ხელს უწყობენ, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ და შემდეგ სხვა ქვეყნების დიდი პოლიტიკური მიზნებისთვის გასწირონ

ვინც პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაში არ არიან, მაგრამ მაინც მიტინგზე დგანან, სასარგებლო იდიოტები არიან, ხალხის ეს მცირე მასა, თავისდაუნებურად, რევანშისტულ ძალებს ხელს უწყობენ, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ და შემდეგ სხვა ქვეყნების დიდი პოლიტიკური მიზნებისთვის გასწირონ
დღეს უკვე აშკარაა, რომ “ნაცმაიდანი” ჩავარდა და ხელისუფლების ჩამოშლა, ქვეყნის დანგრევა და მეორე ფრონტი ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილა. ახლა დადგა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორ დასკვნებს გააკეთებს განვლილ მოვლენებზე, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
ის აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანები, ვინც პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაში არ არიან და მაინც დადიან მიტინგებზე, თავისდაუნებურად, რევანშისტულ ძალებს უწყობენ ხელს, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ, შესაბამისად, ასეთ ადამიანებს სასარგებლო იდიოტების როლში არიან.
“დღეს უკვე აშკარაა, რომ “ნაცმაიდანი” ჩავარდა და ხელისუფლების ჩამოშლა, ქვეყნის დანგრევა და მეორე ფრონტი ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილა. ახლა დადგა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორ დასკვნებს გააკეთებს განვლილ მოვლენებზე. ერთი რამ კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს – ის ხალხი, ვინც პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაში არ არიან, მაგრამ მაინც მიტინგზე დგანან, სასარგებლო იდიოტები არიან.
ხალხის ეს მცირე მასა, თავისდაუნებურად, რევანშისტულ ძალებს ხელს უწყობენ, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ და შემდეგ სხვა ქვეყნების დიდი პოლიტიკური მიზნებისთვის გასწირონ. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამ სასარგებლო იდიოტებს რამეს შთავაგონებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ ამ მზაკვრულ დანაშაულში მონაწილეობა, იქნება ეს განზრახ თუ უნებლიედ, დანაშაულში თანამონაწილეობაა და არავის ასცდება პასუხისმგებლობა!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა