ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია. გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს, ეს არის შემდგომში ბევრისთვის წამახალისებელი

მინდა დავგმო გუშინდელი ფაქტი, თქვენ იცი, რომ სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია. გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს ეს არის ხოლმე შემდეგ ბევრისთვის წამახალისებელი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძის განცხადებით, გუშინ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი, თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს, აწყობს მხოლოდ საქართველოს და მისი სტაბილურობის მტრებს, ვისაც უნდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს პოლარიზება მოქალაქეებში.
„ჩვენ ყველანაირი ძალადობა დავგმეთ, ჩვენთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა ის რაც გუშინ ვნახეთ, თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს, აწყობს მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და სტაბილურობის მტრებს, ვისაც უნდა კიდევ უფრო მეტად პოლარიზაციის გაღრმავება და ეს არის სამწუხაროდ, სწორედ მაიდანის სცენარი.
სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ სცენარს მიჰყვება. თუმცა, იცით თქვენ, რომ მაიდანი საქართველოში არ შედგა და არც შედგება იმიტომ, რომ არეულობას, დესტაბილიზაციას და ქაოსს ვერც ქართული სახელმწიფო და ვერც ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს,“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია