მთავრობა მოწადინებული იქნება რაც შეიძლება მეტი ფულის მობილიზაცია გააკეთოს, რომ მერე იმ ადამიანების მოსყიდვაზე დახარჯოს, ვინც მათთვის მნიშვნელოვანია – ალექსანდრე რაქვიაშვილი

მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს დეპუტატები დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
2024 წლის ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით 20 მილიარდ 600 მილიონით განისაზღვრება და ის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით თითქმის 700 მილიონით არის გაზრდილი.
პარტია “გირჩის” წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, რეალურად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ბიუჯეტი და გადასახადები მცირდებოდეს.
რაქვიაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდ წინასაარჩევნოდ თანხის მობილიზება და ამომრჩევლის მოსყიდვა სურს.
“კარგი იქნებოდა ბიუჯეტი მცირდებოდეს, ვალი მცირდებოდეს, გადასახადები მცირდებოდეს, იქნებოდა სწორი გამოსავალი. მთავრობა, მითუმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში ბუნებრივია იმაზე იქნება მოწადინებული, რომ რაც შეიძლება მეტი ფულის მობილიზაცია გააკეთოს, რომ მერე იმ ადამიანების მოსყიდვაზე დახარჯოს, ვინც მათთვის მნიშვნელოვანია, მასწავლებლების შეიძლება ეს იყვნენ ძალოვნები და ა.შ.” – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ