ვლადიმერ ბოჟაძე – ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია, გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს, ეს არის შემდგომში ბევრისთვის წამახალისებელი

მინდა დავგმო გუშინდელი ფაქტი [ჟურნალისტებზე თავდასხმა], თქვენ იცი, რომ სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია. გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს ეს არის ხოლმე შემდეგ ბევრისთვის წამახალისებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძის განცხადებით, გუშინ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი, „თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს, აწყობს მხოლოდ საქართველოს და მისი სტაბილურობის მტრებს“.
„ჩვენ ყველანაირი ძალადობა დავგმეთ, ჩვენთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა ის რაც გუშინ ვნახეთ, თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს, აწყობს მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და სტაბილურობის მტრებს, ვისაც უნდა კიდევ უფრო მეტად პოლარიზაციის გაღრმავება და ეს არის სამწუხაროდ, სწორედ მაიდანის სცენარი. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ სცენარს მიჰყვება. თუმცა, იცით თქვენ, რომ მაიდანი საქართველოში არ შედგა და არც შედგება იმიტომ, რომ არეულობას, დესტაბილიზაციას და ქაოსს ვერც ქართული სახელმწიფო და ვერც ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში