ეკონომიკური ზრდა არ არის საქართველოს ევროკავშირში შესვლის მთავარი არგუმენტი, რომლითაც აპელირებენ – თემურ ჭყონია

“საუბრობენ რომ ეკონომიკური ზრდა მოგვცემს საშუალებას ევროპაში შესვლის. ეკონომიკური ზრდა არ არის მთავარი არგუმენტი. მთავარი არგუმენტია კომპლექსი იმ ვალდებულებების და სამართლიანობის რაც ევროპაში არსებობს და თუ იმას არ დავიცავთ რაც არ უნდა მდიდარი იყო იქ ვერ შეხვალ,” – ამბობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
ბიზნესი გიორგი ისაკაძის მოწოდებით შეიკრიბა დღევანდელი კრიზისის შესაფასებლად.
საქმიანი საზოგადოება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნას ცდილობს.
ჭყონიას აზრით, გამოსავალი არის . მისი მტკიცებით, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.
“ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი დღეს არის პრეზიდენტი და გუშინ ტრამპსაც შეხვდა და ველოდებით რომ ტრამპი გადაწყვეტს იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენ პრობლემატური გვაქვს. განსხვავებული აზრი არ ნიშნავს, რომ ქვეყნის მოღალატე ხარ, გვაქვს განსხვავებული აზრები, მაგრამ ყველა ეს აზრი ერთდება ქვეყნის სიყვარულში. ჩვენ გვყოფს ერთპარტიულობა და სურვილი იყვნენ მუდმივად. რომ მხოლოდ ერთ ნაწილს შეუძლია ქვეყნის მართვა და ევროინტეგრაცია და დანარჩენებს – არა… და ის არის მოღალატე. თუ ჩემი თანამოაზრე არ ხარ, ე.ი. ხარ ჩემ წინააღმდეგ.
მე ხშირად ვსაუბრობ, რომ ჩვენ გვყავს საბჭოთა ქართველები და არის ახალი თაობა და ახალგაზრდობა, რომელიც ირჩევს მომავალს და ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ ევროპა და პასპორტი, ის ირჩევს ჩვენს მომავალს”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.