პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჟურნალისტების სოლიდარობის აქციის მონაწილეები იმყოფებიან, ხმაური იყო

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჟურნალისტების სოლიდარობის აქციის მონაწილეები იმყოფებიან, ხმაური იყო. კერძოდ, ხმაური აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის გამოიწვია პოლიციების მოწოდებამ, რომ აქციის მონაწილეებს ქვეითისთვის სამოძრაო ტერიტორია დაეტოვებინათ, სადაც ნაძვის ხის აწყობა მიმდინარეობს.
სამართალდამცველები მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ, რომ საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადასულიყვნენ.
მედიის წარმომადგენლები დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას და საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს.
ამასთან, ამ დროისთვის, „თბილისერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, ნახვის ხის დამონტაჟების პროცესს აგრძელებენ. ჯერჯერობით, სამართალდამცველებს ის ფოტოსურათები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე განათავსეს, არ ჩამოუხსნიათ.
შეგახსენებთ, რომ მედიის მხარდამჭერი აქციის მონაწილე ოპერატორები და ჟურნალისტები რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნაძვის ხესთან, რომელსაც ამონტაჟებენ, იმ ადამიანების ფოტოები დატოვეს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე დაშავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი