ვერ გამოვდივართ ამ პოსტსაბჭოთა სინდრომიდან – ცეხავიკობიდან – გიორგი აბრამიშვილი ბიზნესს ერთიანობისკენ მოუწოდებს

DATA CENTER SOLUTIONS-ის თანადამფუძნებელი გიორგი აბრამიშვილი ბიზნეს ერთიანობისკენ მოუწოდებს.
„უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვქმნით ამ ქვეყანაში დოვლათს, ის 27 მლრდ ჩვენი გადასახადების მიხედვით არის შექმნილი. ამერიკაში მთავრობას ადმინისტრაცია ჰქვია, ადმინისტრატორია იმისა, რომ ბიზნეს მის მოქალაქეებს მოუგვაროს პრობლემები და არა ის, რომ ბიზნესი იყოს მისი ვასალი… ჩვენ პირველ რიგში ვართ შემქმნელები და ყველაფერს ეკარგება შინაარსი, რაზეა საუბარი როდესაც ღირსებას გართმევენ, თავისუფლებას გართმევენ? ვერანაირი ფული და კეთილდღეობას ამას ვერ გადაწონის,” -ამბობს აბრამიშვილი.
მისი აზრით გამოსავალი ახალი ს ჩატარებაა.
“მგონია, რომ მთავარია გავერთიანდეთ და მაგალითი მივცეთ ყველას, დანარჩენ ბიზნესს. ჩვენ გვაქვს ეს ძალა, ჩვენია ეს ქვეყანა და არა მთავრობის, და ჩვენ მათი ვასალები არ უნდა ვიყოთ. გამოსავალი საბოლოოდ არის ის, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა აბრამიშვილმა.