“ვფიქრობ, საქართველოს სასარგებლოდ ეს გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყნის მხრიდან იქნება მიღებული” – რამდენიმე დღე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე

ქართველ პოლიტიკოსებს ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან მიმართებით დადებითი მოლოდინები აქვთ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 14-15 დეკემბერს მიღებული დასკვნით უნდა გამოსწორდეს ის უსამართლობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ შარშან მიიღო.
ოპოზიციის ნაწილი კი, უნგრეთის პოზიციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაწილი კი აქცენტს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად არსებულ სამუშაო ჯგუფებზე აკეთებს.
ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ევროპის 27-ვე ქვეყანა დადებით გადაწყვეტილებას გამოიტანს საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა ახლა მთავარი საკითხია როგორ წარიმართება ორბანის ვაჭრობა ევროკავშირთან და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სთან დაკავშირებით.
“ვფიქრობ, საქართველოს სასარგებლოდ ეს გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყნის მხრიდან იქნება მიღებული, თუმცა აქ ერთი პრობლემაა – და მისი ვაჭრობა ევროკავშირთან იმ თანხაზე, რა თანხაც მან ვერ მიიღო დემოკრატიის უკუსვლიდან გამომდინარე. გამომდინარე იქიდან, რომ წელი იხურება, 15 დეკემბერი არის თარიღი, როდესაც ეს შესაძლებლობა უნდა განხორციელდეს. მთავარი კითხვის ნიშანი არის არა ის, მისცემენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს, არამედ რანაირად დასრულდება დროში ვიქტორ ორბანის ვაჭრობა ევროკავშირთან”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ