პარლამენტთან ნაძვის ხე აქციაზე ნაცემი ადამიანების ფოტოებით „მორთეს“

პარლამენტის შენობის წინ, სადაც თბილისის მერია ნაძვის ხეს აწყობს, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები და ჟურნალისტები აქციების დაშლის დროს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის შემთხვევებს აპროტესტებენ.
აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა. დემონსტრანტებმა, პროტესტის ნიშნად, საახალწლო ნაძვის ხეზე პოლიციელთა მიერ ნაცემი აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპერატორების ფოტოები გამოფინეს.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და ნაძვის ხეს შორის პოლიცია ჩადგა. პროტესტის მიუხედავად, თბილისის მერიის „თბილსერვისის“ თანამშრომლები აგრძელებენ ნაძვის ხის აწყობას.
თბილისის მერი, ამბობს, რომ „თბილისი ისევ იქნება გამორჩეული საახალწლოდ მორთული ქალაქი“.
„უკვე მეორე კვირაა, რაც დედაქალაქის მთავარი გამზირი იქცა სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების, ქვეყნის ჩამოშლის მცდელობის ადგილად. ის იქცა საზოგადოების დაპირისპირების, ბულინგის, შეურაცხყოფის ადგილად. ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება საზოგადოებაზე, განსაკუთრებით ბავშვებზე, რომლებსაც არ შეიძლება წავართვათ სიხარულისა და ბედნიერების განცდა“, – თქვა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2025 წლისთვის დედაქალაქის საახალწლო სლოგანი „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას