“ახლა, გაჩუმება ღალატის ტოლფასია. “ცეხავიკები” არ ვართ. პასუხისმგებლობიანმა ბიზნესმა პოზიცია უნდა დააფიქსიროს” – ვალერი ჩეხერია

ჩვენ “ცეხავიკები” არ ვართ. პასუხისმგებლობიანმა ბიზნესმა პოზიცია უნდა დააფიქსიროს,”- ასე ფიქრობს alt Projects-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
ჩეხერია ხაზს უსვამს, რომ აქციებზე დგას ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი, საზოგადოება, რომელიც ყოველდღე ქმნის ქვეყნის უკეთეს მომავალს და ახლა, გაჩუმება ღალატის ტოლფასია.
“მინდა შევახსენო ბიზნესს, ყველა ჩვენს კოლეგას, რომ ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც გამოიხატება ზუსტად ამაში. პასუხისმგებლობიანმა ბიზნესმა, უნდა ამოიღოს ხმა, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. ჩვენ, არ ვართ “ცეხავიკები”.
აქ, აქციებზე დგას ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი, საზოგადოება, რომელიც ყოველდღე ქმნის ქვეყნის უკეთეს მომავალს. უამრავ ადამიანს ვხედავ, რომლებიც შეიძლება ეთერებში არ ჩანან, თუმცა აქ დგანან ადამიანები, რომლებიც ქმნიან და აწარმოებენ. ქვეყნის მთელი ინტელექტი,” – ამბობს ჩეხერია.