“ნაციონალური მოძრაობა” არის მნიშვნელოვან ბრძოლაში, ამ დროს დესტრუქციის შემოტანა და სამიზნეში ამ პარტიის მონიშვნა არის პოლიტიკური დეზერტირობა – ლაშა ფარულავა ნიკა მელიაზე

“ნაციონალურ მოძრაობაში” კვლავ განხეთქილება და შიდა დაპირისპირებაა. პარტიას წევრები თითქმის ყოველდღე ტოვებენ. ს, ზუგდიდის, ჭიათურის, ხობის, კასპისა და კახეთის შემდეგ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გასვლის შესახებ განცხადება 300-მდე წევრმა გააკეთა თბილისშიც.
მათმა ნაწილმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ს უერთდება. ამ ქმედებას პარტიის პოლიტსაბჭოში პოლიტიკურ დეზერტირობად აფასებენ.
თავად მელიამ “ნაცმოძრაობიდან” წასვლის გადაწყვეტილება, საბოლოოდ, რამდენიმე დღის წინ მიიღო და ახალი პარტიის დაფუძნებაც დააანონსა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრის, ბესიკ გაზდელიანის თქმით, პარტიაში დაპირისპირების მთავარი მიზეზი ბოლო 10 თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებია.
“პროცესები, რაც ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიაში განვითარდა, გახდა მიზეზი იმისა, რომ პარტიაში დაიწყო შიდა რყევები. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ადამიანი მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებებს. ჩვენს რიგებს, იმ პარტიას, რომელიც აუცილებლად შეიქმნება, კიდევ ბევრი ადამიანი შემოუერთდება, მოგვიწია ამ პარტიის დატოვება, მაგრამ, რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს აუცილებლად შედგება არამარტო “ნაციონალურ მოძრაობასთან”, არამედ ყველა პროდასავლურ ძალასთან”, – განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის მნიშვნელოვან ბრძოლაში, ამ დროს დესტრუქციის შემოტანა პოლიტიკური დეზერტირობაა.
“ნიკა მელიამ მიიღო გადაწყვეტილება, ქმნის ახალ პლატფორმას, თუმცა არ ვიცით რასთან დაკავშირებით ქმნის. მისი შტაბის წევრები აგრძელებენ ისევ დესტრუქციას. მთელი წელია ამას ცდილობენ და პარტიის რეიტინგი იზრდება, ეს კიდევე ერთი ინდიკატორია იმის, რომ მათი მცდელობა არიოს უშინაარსო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის მნიშვნელოვან ბრძოლაში, ამ დროს დესტრუქციის შემოტანა, სამიზნის არევა, ამ სამიზნეში “ნაციონალური მოძრაობის” მონიშვნა არის პოლიტიკური დეზერტირობა”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

არ შეიძლება, ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი“ გვიფასებდე არჩევნებს, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს ევროპელი დეპუტატების დელეგაციის წევრების ნახევარი ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში

ოპოზიციის გეგმის არარსებობა ერთი რამის შედეგია – მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიციების უკიდურესი სისუსტე, არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ, არც რაიმე საბაბი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ