“თიბისის” განცხადება დაკავებული “თიბისელების” მხარდასაჭერად

დღეს, 8 დეკემბერს, “თიბისელები” თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შევიკრიბეთ, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს – გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს. მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი მაიკლ გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, ჩირქს სცხებს ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს – ამ ატავისტური შეცდომის გამოსწორება ბოდიშის მოხდით და პოსტის წაშლითაა შესაძლებელი