შევუწყვეტთ გადასახადებს, თუ დაუყოვნებლივ არ დანიშნავენ არჩევნებს – ინდმეწარმის ხედვა კრიზისის დასაძლევად

“ამ ხელისუფლებას უნდა გავაგებინოთ, რომ შევუწყვეტთ გადასახადებს თუ დაუყოვნებლივ არ დანიშნავენ არჩევნებს” – ასე ხედავს კრიზისის დაძლევის გზას ინდმეწარმე ლაშა ბრეგვაძე, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
სხვათა შორის, წინა კვირას ბიზნესსამართლის სპეციალისტმა, აკაკი ჩარგეიშვილმა, ბიზნესს, რომლებსაც, ხელისუფლების დაუმორჩილებლობის მოტივით, სურვილი აქვთ არ გადაიხადონ გადასახადები, უფასო იურიდიული დახმარება, კონსულტაცია, შესთავაზა.