შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს

შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს.
„რამდენიმე დღეა, ყველამ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ ჩავარდა. ძალადობრივი რესურსი პრაქტიკულად ამოეწურა მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად, მაიდნის ორგანიზების არავითარი შესაძლებლობა მათ აღარ აქვთ. შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს.
რას აპროტესტებენ, ვეღარავინ ვეღარ ამბობს, ყველამ გაიგო კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია და იმას ვერ ითხოვენ, რაც გულში უდევთ, მეცხრე არჩევნები წააგეს უკვე, არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ამ მოთხოვნას ვერ აყენებენ, შესაბამისად, რჩება შინაარსისგან დაცლილი შეკრება. ასეთ პირობებში არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს, არის მილევად რეჟიმში და ყველაფერი დასრულდება უსახელოდ მათთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში