ირაკლი კობახიძე – გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, ამისთვის მადლობას ვუხდი – ყველას მოვუწოდებ, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს

გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, მინდა, ამისთვის საზოგადოების თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობის დაგმობა უნდა მოხდეს ყველა მიმართულებით, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა.
„საზოგადოებას ჰქონდა ძალიან ჯანსაღი და სწორი რეაქცია ამ ძალადობასთან დაკავშირებით რაც გუშინ ვიხელეთ და მინდა, საზოგადოების თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო ამ ჯანსაღი რეაქციისთვის. აქვე მინდა, ყველას მოვუწოდო, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამთა მიქელაძე: კამერას, რომელიც ღონისძიებას იღებდა ივანიშვილის, კობახიძის, კალაძის და მისი ოჯახის, ზოგჯერ პაპუაშვილის სახის გარდა არ ყავდა გმირი. კამერას აღარც კი უცდია, კოლორიტების და საზოგადოებრივი მხარდაჭერის ჩვენება