პრემიერი – მედიაზე თავდასხმა პროვოკაციაა, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც ფიზიკური დაზიანება მიადგა

ერთმნიშვნელოვნად, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა.
„პირველ რიგში, მინდა გავაკეთო განცხადება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად, ეს არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამართავს ბრიფინგს, სადაც დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა. ასეთი ფაქტები ხელს აძლევს მხოლოდ რადიკალებს, რომელთა მთავარი მიზანი არის ვითარების ხელოვნურად დაძაბვა ჩვენს ქვეყანაში და დედაქალაქში”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო