გუშინ ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მიერ წაქეზებული კრიმინალების ჩატარებული სპეცოპერაცია. მივედით იმ ზღვარზე, სადაც მიტაცებული, ე.წ არჩევნების მერე არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მთლიანად ჩამოიხსნა ნიღაბი, ბიძინა ივანიშვილმა ჩამოიხსნა ნიღაბი და აჩვენა ქართველ ხალხს მისი რეალური სახე, – ამის სესახებ ლელოს ლიდერმა მაუკ ხაზარაძემ ბრიფინგზა განაცხადა.
ხაზარაძე მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
“მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, როგორც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ის, რაც გუშინ მოხდა პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ! რუბიკონი გადალახულია! გუშინ რაც ჩვენ ქუჩაში ვნახეთ, ვიმეორებ ბატონო ბიძინა, საპატიო თავმჯდომარევ, გუშინ ჩვენ ქუჩაში ვნახეთ ტერორისტული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ! თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ გამოხვალ და არ დაგმობ ამ ფაქტს, იმ კრიმინალებს არ დაიჭერ, არ აჩვენებ ქვეყანას და მთელ საზოგადოებას, რომ ემიჯნები, რომ საქართველოში არსებობს კანონი, არსებობს პოლიცია, სამართალი და სამართალდამცავი ორგანოები, თუ ამას არ გააკეთებ 24 საათის განმავლობაში, მთელმა საზოგადოებამ იცის ვინ არიან ეს ზონდერები, მთელი პააუხისმგებლობა გეკისრება შენ, პირადად! შენ, როგორც რუს ადამიანს, რომელიც ჩამოსულია საქართველოში, რომ საქართველო შეათრიოს რუსეთში, მაგრამ ახლა, კონკრეტულად საუბარია იმ ზონდერებზე, რომლებიც შენი წაქეზებით, შენი დაცვის ყოფილი უფროსის, შენი ყოფილი თანამშრომლების, რომლებიც სტრუქტურებში გყავს განაწილებული, მათი ხელშეწყობით, კრიმინალური ფულით დაფინანსებული, დღისით, მზისით ატერორებენ ჩვენს შვილებს. შენ პირადად გეკისრება ეს პასუხისმგებლობა. გამოდი, დაგმე და აჩვენე საზოგადოებას რომ დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით. თუ არა და ეს ყველაფერი არის შენი პასუხისმგებლობა და გეუბნები, ეს რუსული კრიმინალური მენტალობა, შენი მენტალობა ამ ქვეყანაში დასრულდება! ეს ხალხი არ შეწყვეტს ბრძოლას თავისუფლებისთვის! საქართველოს და თბილისის ქუჩებში უფრო მეტი ადამიანი გამოვა, რომ არ დაუშვას საქართველოში შენნაირი კრიმინალური მენტალობის ადამიანების თარეში. ეს არის პირადი გზავნილი ჩემგან შენ! არავინ დანებდეთ, მოგიწოდებთ, ვიყოთ მედგრად, ვიყოთ შემართებით, ვიყოთ მტკიცედ, სამშობლო გვაქვს ერთი, სამშობლოსთვის ბრძოლა არის ყველაზე დიდი ბედნიერება! ყველა უნდა ვიყოთ ძალიან მაგრად! არავინ შეშინდეთ და ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ძალიან დიდ გამარჯვებამდე!” – თქვა ხაზარაძემ და გაიხსენა იმ ურთულესი პერიოდი, რომელიც ქვეყანამ ცოტა ხნის წინ უკან მოიტოვა და არის საფრთხე ისევ იქ აღმოჩნდეს.
“ჩვენ, საზოგადოებას, რომელსაც გამოვლილი გვაქვს 90-იანი წლები, გუშინ ვიხილეთ ზუსტად იგივე სურათი, როცა კრიმინალური ბანდები და ზონდერები, ზონდერები და არანაირი “ტიტუშკები”, შურისძიების წყურვილით ასახიჩრებდნენ ადამიანებს, სცემდნენ უმოწყალოდ და განსაკუთრებით ჟურნალისტებს. ეს არის ის მომენტი, როცა პოლიცია არის გაჩუმებული, უყურებს ამ დანაშაულს და ხმას არ იღებს. მინდა მივმართო პოლიციას, პოლიციაში არიან ღირსეული ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან სამშობლოს, დადებული აქვთ ფიცი და აქვთ ღირსება თავიანთი მუნდირის წინაშე. უამრავი ასეთი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, გულში აპროტესტებს იმას, რაც მოხდა. ეს არის ერთი ნაწილი პოლიციის. არის მეორე ნაწილი, რომელიც გომელაურის ხელმძღვანელობით პირდაპირ ჩართულია ამ კრიმინალის აღზევებაში, პოლიტიკური ოპონენტების და გულანთებული ახალგაზრდა ადამიანების დაშანტაჟებაში, გალახვაში და დასახიჩრებაში. აი, ეს მეორე ნაწილი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს! ის ნაწილი, რომელც ჯერ მხოლოდ თავის გულში და სამეგობროში გამოთქვამს წუხილს, მათ მოვუწოდებ, ეს სიჩუმე თუ დიდხანს გაგრძელდა, ისეთივე დამნაშავეები და ხელშემწყობები იქნებით ამ კრიმინალური აღზევების, როგორც ის მეორე ნაწილი, რომელიც ამას ასრულებს. ამიტომ, ძალიან მკაფიოდ მოგიწოდებთ, პატივს ვცემ რა თქვენ მიერ ნაომარს, ნაშრომს, მოქალაქეების დაცვისკენ მიმართულ ყველა ქმედებას, ვსაუბრობ პოლიციელების იმ ნაწილზე, რომლებსაც ეს სიტყვები ეკუთვნით, ხმა ამოიღეთ, გაემიჯნეთ და აჩვენეთ საზოგადოებას, რომ ის ხელფასები, რომლებსაც ჩვენი ბიუჯეტიდან იღებთ არის ღირსი, რომ შევიდეს თქვენს ოჯახებში. სხვა შემთხვევაში თქვენ იქნებით ამ კრიმინალური დანაშაულის თანამონაწილეები!
მინდა გითხრათ საიდან იწყება ეს ყველაფერი, ეს იწყება როცა იტაცებ არჩევნებს, როცა ხალხს ართმევ ყველაზე მთავარს-ნების გამოხატვას და ხმის უფლებას, მერე არალეგიტიმურად იწვევ პარლამენტს, არალეგიტიმურად ნიშნავ მთავრობას და წყვეტ ყველა კავშირს იმ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც ბოლო 35 წლის განმავლობაში ჩვენი, ქართველი ხალხის გვერდით იდგა, ეს არის ევროკავშირი და ეს არის შეერთებული შტატები. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომ საქართველო აქციოს რუსეთის გუბერნიად და ამ ქვეყანაში თავისუფალმა ხალხმა იცხოვროს მარტო მისი კანონებით ტერორის ქვეშ,” – განაცხადა ხაზარაძემ