ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 10 დეკემბერს და უკმაყოფილება გამოთქვა „გაეროში რუსეთის წარმომადგენლების „ანტიისრაელური პოზიციების“ გამო – ნათქვამია ისრაელის განცხადებაში.
რუსეთმა გაეროს რეზოლუციას, ღაზის სექტორში ომის შეწყვეტის შესახებ, მხარი დაუჭირა. ამ რეზოლუციას ვეტო დაადო აშშ-მა, ხოლო ბრიტანეთმა თავი შეიკავა. დანარჩენი 13 წევრი რეზოლუციას მიემხრო.
Reuters-ი იმოწმებს ისრაელის განცხადებას, სადაც წერია, რომ საუბარში ნეთანიაჰუმ გამოთქვა ასევე „ირანთან რუსეთის სახიფათო თანამშრომლობის“ გამო გადაჭრით უკმაყოფილება.
კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ყველა შესაძლებელი დახმარება გასწიოს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესამსუბუქებლად და კონფლიქტის დეესკალაციისთვის.