– ივანიშვილმა პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების წარუმატებლობის შემდგომ ბანდფორმირებებს გადასცა პროტესტის მონაწილეების და აქციის წინააღმდეგ ბრძოლა

ჟურნალისტებს მივმართავ, გადაწყვიტეთ ახლა ივანიშვილთან ერთად მაკა ჩიხლაძეს კისერი გადაუგრიხეთ, თუ უარს ამბობთ და გმობთ ივანიშვილს?! – ასევე, მივმართავ პოლიციას, თქვენ ივანიშვილთან ერთად ჟურნალისტებს და ახალგაზრდების ცემაში სისხლში გაქვთ ხელი გათხვრილი, თუ გმობთ ივანიშვილს?! – უნდა დაგმოთ ! – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ნიღბიანი პირების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
ვაშაძის თქმით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებაა.
„სახეზე სახელმწიფო სისტემის სრული ჩამოშლა გვაქვს. ფაქტობრივად, ივანიშვილმა პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების წარუმატებლობის შემდგომ ბანდფორმირებებს გადასცა პროტესტის მონაწილეების და აქციის წინააღმდეგ ბრძოლა. რაც ყველაზე საგანგაშოა, პოლიცია გვევლინება ამ ბანდფორმირებების მცველებად.
ჟურნალისტებზე თავდასხმა განახორციელა კონკრეტულმა პირებმა ბიძინა ივანიშვილის სახელით, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ! დღეს, დაპირისპირებას იწვევს ივანიშვილი. დღეს, ჟურნალისტებს თავს ესხმის ივანიშვილი. დღეს, ხალხს ქუჩაში სცემს. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მოშორებით, ეს ყველაფერი დალაგდება. საქართველოს ის [ბიძინა ივანიშვილი] ახლა მიაქანებს 90-იანი წლებისკენ, ეს არის ცალსახად შემდგარი ფაქტი.
ამ ყველაფერს დაალაგებს ახალი არჩევნების ჩატარება, სამართალდამცავი ორგანოების სრული განეიტრალება და ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია. სხვა გამოსავალი არ არის.
კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა ჟურნალისტს, გაემიჯნეთ რუსულ პროპაგანდას. მათ შორის, სამთავრობო კონტროლირებად არხებს. გაემიჯნეთ რუსულ პროპაგანდას! თქვენი კოლეგები გუშინ შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს. მაკა ჩიხლაძეს კისერს ტეხდნენ. მედიასაშუალებებს მოგიწოდებთ დაგმეთ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ყველაფრის ავტორია! წინააღმდეგ შემთხვევაში, უკაცრავად, მაგრამ თქვენ ხართ თანამონაწილე თქვენი კოლეგის თავდასხმის და თქვენ ხართ თანამონაწილე, წამხალისებელი ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი ქმედების.
მივმართავ პოლიციელებს, თქვენ ან ხართ ბიძინა ივანიშვილის ხელისბიჭები და დამნაშავეები, ან ხალხის მხარეს ხართ. გუშინ, რაც ვიხილეთ, როგორც იქცეოდა პატრული, კორიდორს და დაცვას უკეთებდა „ტიტუშკებს“, ეს მგონი ყოველგვარ ზღვარს სცდება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე