“ნაპოლიმ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა, “ალ იტიჰადის” ცენტრალური მცველი ლუის ფელიპე დაიმატოს, ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელს საუდის არაბეთის პროლიგის დატოვება სასწრაფოდ სურს, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი სათამაშო დროს არ აძლევს. თავის მხრივ, “პარტენოპეი” დაცვითი ზონის გამაგრებას გეგმავს.
ფელიპე სხვადასხვა დროს “სალერნიტანაში”, “ლაციოსა” და “ბეტისში” თამაშობდა.
გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიელ მცველს “ნაპოლიში” გადასვლის შესაძლებლობა ხიბლავს და მზადაა სერია A-ში დაბრუნდეს.
ცნობისთვის, ფელიპეს “ალ იტიჰადთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წელს ეწურება.