უკრაინას შეთანხმების გაფორმება და სიგიჟის შეჩერება სურს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები – ტრამპი

ვოლოდიმირ ზელენსკის და ს შეთანხმების გაფორმება და სიგიჟის შეჩერება სურთ, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები, – ამის შესახებ -ის არჩეული პრეზიდენტი, სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
„ზელენსკის და უკრაინას სურთ გარიგების დადება და სიგიჟის შეჩერება. მათ უაზროდ დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები. ძალიან ბევრი სიცოცხლე ასე უაზროდ იკარგება, ძალიან ბევრი ოჯახი ნადგურდება და თუ ეს გაგრძელდება, შეიძლება გადაიქცეს უფრო დიდ და ბევრად უარეს რამედ“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, ჩინეთს შეუძლია, ხელი შეუწყოს პროცესს. „მსოფლიო ელოდება“, – წერს ტრამპი.