“არანაირი “მაგრამ” არ არსებობს” – იმედის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება

“ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ძალადობა, თავდასხმა, ფიზიკური ანგარიშსწორება და მუშაობაში ხელის შეშლა მიუღებელია. არანაირი “მაგრამ” აქ არ არსებობს.

მედიის წარმომადგენელმა უნდა იმუშაოს თავისუფლად და მიაწოდოს ინფორმაცია მაყურებელს.

მაკას ძალიან ბევრი წელია ვიცნობ. “პირველ არხზე” ერთად ვმუშაობდით, მისი გულშემატკივარი ვარ და ვიქნები.

მაკაზე და მის ოპერატორზე თავდასხმის გარდა,ა ნალოგოურად ვგმობ ყველა მსგავს შემთხვევას.

უმძიმესი ვიდეოა! მაკა, მიიღე ჩემი სოლიდარობა”

ასე გამოეხმაურა იმედის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა რობოკოპების მიერ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

ასევე დაგაინტერესებთ

ბატონი შერგელაშვილი, ფიგურირებს და ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეშიც, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა „ბიბისის“ ე.წ გამოძიება, ასეთი ყალბი ფაქტებით საუბრობს ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე მაუწყებელი, ამით ყველაფერი ნათქვამია, ძალიან ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ მედიაში

„ბიბისის“ რეპორტაჟის ავტორების უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოების კიდევ ერთი ნათელი დასტური მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციების უგულებელყოფა, წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებზე გაცემული სრულყოფილი პასუხების დამალვა და აბსოლუტური იგნორირება იყო

ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ შსს-ს „კამიტი“ საქართველოში არათუ არასდროს გამოუყენებია, არამედ არც არასდროს შემოუტანია, გარდა ამისა, გამოძიებამ უტყუარად დაადასტურა, რომ შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას შსს-ს არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია