დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს

დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს
დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს. წაქეზებულ აურზაურს, რომ სიკეთე არ მოაქვს ყველა ვხედავთ, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ქაოსის დამკვეთებს, ქვეყნის შიგნიდან და გარედან ერთად, სურთ ერის დაპირისპირება, ურთიერთობების ნგრევა ახლონათესაურ და მეგობრულ ურთიერთობებამდეც კი.
მისივე თქმით, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსთაველზე იკრიბება და მათაც, ვინც ამა თუ იმ ფორმით ამას ახალისებს, უნდა იცოდნენ,რომ ქმნიან ომის საფრთხეს, არყევენ მზარდ ეკონომიკას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქვეყნის სტაბილურობას და მის დამოუკიდებლობას.
„დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს. წაქეზებულ აურზაურს, რომ სიკეთე არ მოაქვს ყველა ვხედავთ.
პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი და ნაკლებად ინფორმირებული ხალხი, სოციალურ ქსელებში აქტიურობით ამძიმებენ ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოს. ზოგი ამას გაუმართლებელი გულწრფელობით აკეთებს, ზოგი პოლიტიკური კეკლუცით, ზოგი ბულინგის შიშით და ზოგიც დაკვეთის შესასრულებლად “შრომობს”.
ამ ქაოსის დამკვეთებს, ქვეყნის შიგნიდან და გარედან ერთად, სურთ ჩვენი დაპირისპირება, ურთიერთობების ნგრევა ახლონათესაურ და მეგობრულ ურთიერთობებამდეც კი. ნაწილობრივ ამას აღწევენ კიდეც. ბავშვებსაც მიადგნენ.
არ ინდობენ მოზარდების ფსიქო-ემოციურ გარემოს, რაც სახიფათოა პირველ რიგში მათთვის.
საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც რუსთაველზე იკრიბება და მათაც, ვინც ამა თუ იმ ფორმით ამას ახალისებს, უნდა იცოდნენ,რომ ქმნიან ომის საფრთხეს, არყევენ მზარდ ეკონომიკას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქვეყნის სტაბილურობას და მის დამოუკიდებლობას. აფერხებენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს. ხელს უწყობენ რწმენისა და ოჯახური ფასეულობების განადგურებას, ლგბტ პროპაგანდას და თაობათაშორისი ურთიერთობების მოშლას.
დროა დავფიქრდეთ და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ სამშობლოს,“- აღნიშნავს .

ასევე დაგაინტერესებთ

ბატონი შერგელაშვილი, ფიგურირებს და ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეშიც, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა „ბიბისის“ ე.წ გამოძიება, ასეთი ყალბი ფაქტებით საუბრობს ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე მაუწყებელი, ამით ყველაფერი ნათქვამია, ძალიან ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ მედიაში

„ბიბისის“ რეპორტაჟის ავტორების უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოების კიდევ ერთი ნათელი დასტური მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციების უგულებელყოფა, წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებზე გაცემული სრულყოფილი პასუხების დამალვა და აბსოლუტური იგნორირება იყო

აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ძალადობის მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სახელმწიფოებრიობის შერყევა, გამოგონილი თემებით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა და შედეგად, მორიგი დაპირისპირების გაღვივებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება იყო