პირადად ვიქნები ინიციატორი იმისა, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში და აქციებში მონაწილეებისთვის იყოს აკრძალული – მდინარაძე

“მე პირადად ვიქნები ინიციატორი იმისა, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში და აქციებში მონაწილეებისთვის იყოს აკრძალული. ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემა იქმნება, ქვებს ისვრიან, სპეცრაზმს ესვრიან. ვერ ვხვდებით ვინ არის, ან მიაგნებ ან ვერა, ახლა ვიღაცა ჟურნალისტს თავს დაესხა, ან მიაგნებ ან ვერა, ასეთი საშინელება ხდება. ეს არის ჩემი აზრი,” – თქვა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ “იმედის” ეთერში.
მდინარაძის განმარტებით, მის ინიციატივას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა და დარწმუნებულია, რომ ამ თემას ექნება მხარდაჭერა. მდინარაძემ იქვე მიმართა ოპონენტებს, რამდენად მისაღებია მათთვის ნიღბით რომ გადაადგილდებიან უცხო პირები.
„მე და ვლაპარაკობდით ამ თემაზე გუშინ და ც ამ აზრზეა, ვიცი, მაგრამ ახლა მოვიდა ეს მომენტი. დარწმუნებული ვარ, რომ მხარს დამიჭერენ ჩემი მეგობრები და კოლეგები, განსაკუთრებით უმრავლესობის წარმომადგენლები, რომ ნიღბით გადაადგილება… ვისაც უნდა ჩამოიცვამს ნიღაბს, ხან პოლიციელს ქვას ესვრის, ხან ჟურნალისტს გალახავს, ხან ოპერატორს თავს დაესხმება და მერე გამომძიებლებმა ირბინონ ქუჩა-ქუჩა, აბა იქნებ თვალებით იცნოს ვიღაცამო. რეალურად, ამას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა, რაზეც მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი და ერთი დეპუტატი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბუნებრივი ინიციატორიც ვიქნები და თანახმაც ვარ და მე მგონია, რომ ამ საკითხს ექნება გამოხმაურება ჩვენების მხრიდანაც. ვკითხოთ, აბა, ჩვენს ოპონენტებსაც, ნიღბით რომ დარბიან ვიღაც მავნებლები თუ პროვოკატორები, უფრო პროვოკატორები, იქნებიან თუ არა თანახმა? ეს არის ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება იმ მარაზმზე, რაც ვნახე რამდენიმე წუთის წინ“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, დღეს 15:00 საათზე მედიის მხარდამჭერი აქცია იმართება.