გლობალური ტექნოლოგიური გიგანტი Salesforce-ის ოფიციალური პარტნიორი Inspark-ი ოპერირებას საქართველოში იწყებს. კომპანია სხვადასხვა ინდუსტრიის ბიზნესებისთვის ქლაუდზე დაფუძნებულ CRM პლატფორმა, რომელიც კომპანიებს მომხმარებელთან ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტების მენეჯმენტში ეხმარება და მრავალი გამოწვევისთვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტას სთავაზობს.
კომპანიის საქმიანობაზე BMGTV-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” Inspark-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სერდარ სუსუზსმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ Salesforce-ის ტექნოლოგიების დანერგვა ხელს არა მხოლოდ მსხვილ, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესებსაც უწყობს.
“მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის სპეციალური გუნდი გვყავს. Inspark-ში ადამიანთა გუნდია, რომლებიც მათ ეხმარებიან. მათ განსხვავებული დინამიკა აქვთ, ცდილობენ გაიზარდონ, ამავე დროს – ფული გამოიმუშაონ. თუმცა მთავარი ორი რამაა.
პირველი – შენს ბიზნესზე უნდა იყო კონცენტრირებული. ტექნოლოგიამ მცირე ბიზნესებისთვის შესაძლებლობები უნდა გააჩინოს, სხვა შემთხვევაში კი ან მუშაობას წყვეტ, ან მუშაობ ტექნოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაზე. ჩვენი გადაწყვეტა ქლაუდ სერვისია. ჩვენ ხელმისაწვდომი ვართ ყველათვის და ეს “გუგლით”, “ფეისბუქით” სარგებლობას გავს. იგივე გადაწყვეტას იყენებს “ტრენდიოლიც”, კოკა-კოლაც, საქართველოს ბანკიც.. მცირე და საშუალო ბიზნესებს ამ ტექნოლოგიით სარგებლის მიღება ნამდვილად შეუძლიათ.
მეორე მხრივ, როდესაც ამ ტიპის პლატფორმა გვაქვს, ინოვაციის მიღწევა უფრო მარტივია, რადგან ის ცენტრალზიებულია. Salesforce ქმნის ინოვაციას, რომელსაც შემდეგ შენ იყენებ, როგორც მომხმარებელი. სწორედ ამას ვაძლევთ SMB-ებს. ზოგჯერ რთულია, ტექნოლოგიის განვითარების ტემპს დაეწიო, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიო განუწყვეტლiვ იცვლება. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ საკითხებზე, რომლებსაც 9-10 თვის წინ არც კი ვახსენებდით. ყველაფერი ახლა ხდება, ძალიან სწრაფად და შენს ბიზნესზე უნდა კონცენტრირდე, მომხმარებლებსა და მათ გამოცდილებასა და არა ტექნოლოგიაზე, ამიტომ ამ ტექნოლოგიების ათვისების შანსს ჩვენ გაძლევთ”, – განმარტავს Inspark-ის CEO.
Inspark-ი 1990 წელს ლონდონში დაარსებული კომპანიაა, რომელიც Salesforce-სთან ერთად დღემდე 50-მდე ქვეყანაში ოპერირებს და ამიერიდან ინვესტიციას საქართველოშიც განახორციელებს.