დიდი ალბათობით მას ჰქონდა მიზანი, რომ მომხდარიყო ზოგადი ვითარების დამძიმება, ესკალაცია და სასპეკულაციოდ დამატებითი ნეგატიური მუხტის შემოტანა

პარლამენტის წევრი, დეპუტატი მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება. დეპუტატის თქმით რუსთაველის გამზირზე ხელოვნურად შექმნილი ძალადობა აგრესიისა და კრიმინალისთვის ნიადაგს ქმნის ეს კი არც ქვეყნის და არც ხელისუფლების ინტერესში არ შედის. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის გმობს ნებისმიერ ძალადობას.
„ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და განსაკუთრებით ისეთს, რაც დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ ჟურნალისტზე ვანდალური თავდასხმის სახით. ამის გამკეთებელი არ არის მხოლოდ კრიმინალი. დიდი ალბათობით მას ჰქონდა მიზანი, რომ მომხდარიყო ზოგადი ვითარების დამძიმება, ესკალაცია და სასპეკულაციოდ დამატებითი ნეგატიური მუხტის შემოტანა.
დღეს, რუსთაველის პროსპექტზე ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის აგრესიისთვის და კრიმინალისთვის. ეს არ შედის არც ქვეყნის და არც მმართველი გუნდის ინტერესებში. ამ დანაშაულში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილენი არიან ქუჩის აურზაურის ორგანიზატორებიც და მისი წამქეზებლებიც,“- წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც “ნაცთან” ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო

„ტოპ ტვინი“ ეკონომისტების პროგნოზი იყო, რომ სანქციების და იზოლაციის გამო, ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა. მაგრამ ამასობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა ზრდა, ხოლო სახელმწიფო ვალი შემცირდა