დიმიტრი ხუნდაძე – ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, განსაკუთრებით ისეთს, რაც დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ ჟურნალისტზე ვანდალური თავდასხმის სახით

ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, განსაკუთრებით ისეთს, რაც დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ ჟურნალისტზე ვანდალური თავდასხმის სახით, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი, დეპუტატი აცხადებს, რითაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ თავდასხმის ფაქტის მიზანი იყო მომხდარიყო ზოგადი ვითარების დამძიმება, ესკალაცია და სასპეკულაციოდ დამატებითი ნეგატიური მუხტის შემოტანა.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე „ხელოვნურად შექმნილი ძალადობა აგრესიისა და კრიმინალისთვის ნიადაგს ქმნის, ეს კი, არც ქვეყნის და არც ხელისუფლების ინტერესში არ შედის“.
„ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, განსაკუთრებით, ისეთს, რაც დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ ჟურნალისტზე ვანდალური თავდასხმის სახით. ამის გამკეთებელი არ არის მხოლოდ კრიმინალი. დიდი ალბათობით მას ჰქონდა მიზანი, რომ მომხდარიყო ზოგადი ვითარების დამძიმება, ესკალაცია და სასპეკულაციოდ დამატებითი ნეგატიური მუხტის შემოტანა.
დღეს, რუსთაველის პროსპექტზე ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის აგრესიისთვის და კრიმინალისთვის. ეს არ შედის არც ქვეყნის და არც მმართველი გუნდის ინტერესებში.
ამ დანაშაულში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილენი არიან ქუჩის აურზაურის ორგანიზატორებიც და მისი წამქეზებლებიც,“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.